სინგულარ ჯგუფი და ფონდი ღია საზოგადოება საქართველო წარმოგიდგენთ პირველ კონფერენციას საქართველოში ინტერნეტ ტელევიზიის შესახებ, რომელიც გაიმართება სასტუმრო ძველ თბილისში 2010 წლის 16 და 29 აპრილს.
კონფერენციის მთავარი მიზანია ინტერნეტ ტელევიზიის შესახებ ინფორმაციისა და ცოდნის გავრცელება, ასევე ტრადიციულ მედიაში დასაქმებული ხალხის, ბლოგერების, ვლოგერების, დიზაინერების და დეველოპერებისთვის კვალიფიციური ტრენინგების ჩატარება.სპეციალურად მოწვეული ქართველი, სინგაპურელი და ინგლისელი სტუმრები ისაუბრებენ ინტერნეტ ტელევიზიის ყველა ასპექტზე. გაიცანით ჩვენი მომხსენებლები!
პირველ საკონფერენციო დღეს წარმოდგენილი იქნება ზოგადი მიმოხილვითი თემები და ინტერნეტ მაუწყებლობის სოციალური მხარე; ხოლო მეორე დღე მიეძღვნება ინტერნეტ ტელევიზიის შექმნის დეტალებს, მის ტექნიკურ და ჟურნალისტიკურ პრობლემებს. კონფერენციაზე წარმოდგენილი თემების სრული სია შეგიძლიათ იხილოთ პრეზენტაციების გვერდზე.
მსურველებს შეუძლიათ წინასწარ დაუსვან პრეზენტატორებს შეკითხვები სპეციალური ფორმის საშუალებით, შერჩეული შეკითხვები გათვალისწინებული და პასუხ გაცემული იქნება პრეზენტაციების მსვლელობისას.
პრეზენტაციები დაიწყება დილის 11:30-ზე და გასტანს საღამოს 6 საათამდე. დღის განმავლობაში გათვალისწინებულია Coffee break-ი, ლანჩი და საღამოს მიღება სასმელებით. არაფერი გამოგრჩეთ, შეამოწმეთ სრული განრიგი!
პირველი საკონფერენციო დღის მიზნობრივი აუდიტორია:
• ჟურნალისტები;
• სოციალური მედიის წარმომადგენლები, ვლოგერები და ბლოგერები;
• პოტენციური ვიდეო-მასალის შემქმნელები (მაგ.: თეატრალური ინსტიტუტის, მედია სკოლების და ჟურნალისტიკის ფაკულტეტების სტუდენტები.)
მეორე საკონფერენციო დღის მიზნობრივი აუდიტორია:
• ტექნიკური განათლებისა და პროფილის სპეციალისტები (მაგ.: ქსელის არქიტექტორები; ვებ-დიზაინერები; ონლაინ სარეკლამო კამპანიების კოორდინატორები და ა.შ.)
• არსებული ონლაინ-მაუწყებლების და მედიის წარმომადგენლები, რომლებიც საჭიროებენ ცოდნის გაღრმავებას თავიანთი საქმიანობის უკეთ წარმართვისათვის: Media.ge; ITV.ge; TeenTV და ა.შ.
კონფერენციაზე დასასწრებად უნდა შეავსოთ რეგისტრაციის ფორმა და თუ წარმატებით გაივლით შერჩევით ეტაპს, იმეილით მიიღებთ შეტყობინებას თქვენი დასწრების სტატუსის შესახებ.
პირველ საკონფერენციო დღეს დამსწრეთა რაოდენობა შეზღუდულია 50-მდე, ხოლო მეორე დღეს - 30-მდე. შერჩევა მოხდება აპლიკანტების გამოცდილებისა და საქმიანობის სფეროს მიხედვით.
რეგისტრაციის ბოლო ვადებია - 11 და 18 აპრილი, კონფერენციის დღეების შესაბამისად.
მათ ვინც ვერ მოხვდება დამსწრეთა სიაში, შეუძლიათ მთავარ გვერდზე უყურონ პირდაპირი ეთერით ვიდეო-ტრანსლაციას კონფერენციის დარბაზიდან.
ყველანაირი ფოტო, ვიდეო და ელექტრონული მასალები კონფერენციის შემდეგ განთავსდება ვებ-გვერდზე.
მარკეტინგისა და სარეკლამო საკითხებთან დაკავშირებით მიმართეთ საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერს, მარი ტალახაძეს, ელ ფოსტით - mari@singular.ge
არ გამოტოვოთ სიახლეები, შეუერთდით ჩვენს Facebook-ის გვერდებს: სინგულარ ჯგუფი, 16 აპრილი – ღონისძიების პირველი დღე, , 29 აპრილი – ღონისძიების მეორე დღე.
არ დაგავიწყდეთ შეუერთდეთ ჩვენს დიალოგებს ტვიტერზე, კონფერენციის შესახებ დაწერილ ტვიტებში/ბლოგ პოსტებში კი გამოიყენეთ ოფიციალური ჰეშტეგი #itvc.














