პრეზენტაცია №1 - ინტერნეტ ტელევიზია და მისი სოციალური ეფექტი
კითხულობს ჯილიან ტენი პირველ დღეს, 16 აპრილი, 2010, 12:10
პრეზენტაცია წარმოადგენს ინტერნეტ ტელევიზიის კონცეფციას და აღწერს მის სპეციფიკას თუ რას წარმოადგენს ის სინამდვილეში, რით განსხვავდება სხვა მედიუმებისგან. ეს იქნება თემის ზოგადი მიმოხილვა ძირითადი ფაქტებისა და რიცხვების ჩათვლით. განხილული იქნება ინტერნეტ ტელევიზიის კავშირი სოციალურ მედიასთან, მათი კორელაციის და თანხვედრის ასპექტები.
შემდეგი ნაწილი ჩაუღრმავდება იმ ფსიქოლოგიურ გავლენას, რომელიც სოციალურ მედიას გააჩნია ინტერნეტ აუდიენციაზე.
მომხსენებელი ასევე ისაუბრებს clicknetwork.tv-ს შესახებ, როგორც წარმატებული ონლაინ მაუწყებლობის პროექტის შესახებ და შეაფასებს მისი განვითარების და პროდაქშენის სტადიებს.

პრეზენტაცია №2 - ტრადიციული ბლოგინგიდან ვიდეო ბლოგინგამდე
კითხულობს მარი ტალახაძე (Sweet) პირველ დღეს, 16 აპრილი, 2010, 13:10
სქემატური გადასვლა ტრადიციული ბლოგინგიდან ვიდეო ბლოგინგზე. მომხსენებელი ყურადღებას გაამახვილებს ვიდეო ბლოგინგის რაობაზე და ახსნის თუ როგორ შეიძლება შევქმნათ საკუთარი ვიდეო ბლოგი.
როგორც ამ სფეროში გამოცდილი პირი, ის გააკეთებს ქართველი აუდიტორიის ანალიზს ბლოგერის თვალთახედვიდან და შეაფასებს არსებული ბაზრის პოტენციალს. პრეზენტაცია ასევე მოიცავს რჩევებს და ხერხებს თუ როგორ შეუძლიათ ბლოგერებს მკითხველების მაყურებლებად გადაქცევა.

პრეზენტაცია №3 - პოპულარული ონლაინ ვიდეო-მასალის შექმნა
კითხულობს ვენდი ჩენგი (Xiaxue) პირველ დღეს, 16 აპრილი, 2010, 14:50
ვენდი ჩენგი (Xiaxue) როგორც ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ბლოგერი მსოფლიოში, ისაუბრებს ინტერნეტისთვის გამიზნული პოპულარული ვიდეო-მასალის შექმნაზე. ის განიხილავს ონლაინ ვიდეოსთან დაკავშირებულ დეტალებს და თავისი გამოცდილებიდან მოგვიყვება თუ რა მოსწონს აუდიტორიას.
მისი პრეზენტაცია ასევე მოიცავს მაყურებლების მოზიდვის გზების აღწერას და სტრატეგიას წარმატების მიღწევისთვის.

პრეზენტაცია №4 - სტანდარტები და მითითებები ონლაინ მაუწყებლობისთვის
კითხულობს ჯილიან ტენი პირველ დღეს, 16 აპრილი, 2010, 15:50
თავის მეორე პრეზენტაციაში, ჯილიან ტენი ისაუბრებს ონლაინ ვიდეო მაუწყებლობის არსებულ სტანდარტებზე. ის გააანალიზებს პროდაქშენის დაგეგმვის პროცესს და განიხილავს ციფრული მასალისთვის შესაბამის სტრუქტურას, ფორმატსა და პარამეტრებს.
პრეზენტაციის მეორე ნაწილში ჯილიანი შეაფასებს ჟურნალისტიკური უნარ-ჩვევების მნიშვნელობას მასალის შექმნის პროცესში და წარმოადგენს ზოგად მითითებებს მედია მასალის სწორი პროდაქშენისთვის.
პრეზენტაცია ასევე მოიცავს მარკეტინგისა და რეკლამირების სტრატეგიებს პოსტ-პროდაქშენ მასალებისთვის.

პრეზენტაცია №5 - ინტერნეტ ტელევიზია - შესავალი
კითხულობს პიტერ ვუდფორდი მეორე დღეს, 29 აპრილი, 2010, 12:10
ეს პრეზენტაცია იქნება დეტალური დისკუსია ინტერნეტ ტელევიზიის შესახებ, რომელიც მოიცავს ყველა ტექნიკურ ასპექტს და უპასუხებს ყველა მნიშვნელოვან შეკითხვას.
მომხსენებელი შეადარებს ინტერნეტ ტელევიზიას, ვიდეო-გამავრცელებელ ვებ-გევრდებსა და IPTV-ს და განიხილავს თითოეულის დადებით და უარყოფით მხარეებს. ასევე მოიყვანს კონკრეტულ არგუმენტებსა და ქეისებს თუ რით ჯობია ინტერნეტ ტელევიზია ტრადიციულ TV მაუწყებლობას.
ინტერნეტ ტელევიზიის დეველოპმენტის ტექნიკური ასპექტები შეფასდება სისტემის არქიტექტურის, პროგრამირების, ნეტვორქინგის და მიწოდების არხების მიხედვით.
განხილვა მოხდება არსებული სისტემების მაგალითზე.

პრეზენტაცია №6 - ინტერნეტ ტელევიზიის ჟურნალისტიკური მხარე
კითხულობს ჰემი ჩო მეორე დღეს, 29 აპრილი, 2010, 13:10
ეს პრეზენტაცია ძირითადად შეეხება კონფერენციის ჟურნალისტიკურ მხარეს. ის უპასუხებს შეკითხვას, თუ როგორ შეიძლება გახდეს ინტერნეტ ტელევიზია ინფორმაციის მაუწყებლობის ეფექტური არხი. მოყვანილი იქნება მაგალითები და აიხსნება , თუ რატომ უნდა მიმართონ მასალის შემქმნელებმა სოციალურ მედიას.
ჰემი ჩო განიხილავს ჟურნალისტებისა და ტექნიკური სპეციალისტების პარტნიორობის ეფექტებს და რეკომენდაციებს გასცემს წარმატებული სისტემის დეველოპმენტისთვის.
ის კრიტიკულად შეაფასებს დივერსიფიკაციის აუცილებლობას მედიის ხარისხიანობაზე ზეგავლენის გათვალისწინებით.
პრეზენტაციის ბოლოს განიხილება სხვადასხვა საერთაშორისო მაგალითები.

პრეზენტაცია №7 - "ჩვენი ექსპრესი" როგორც მედია პროექტი
კითხულობენ დავით მაკარიძე და თამარ კობახიძე მეორე დღეს, 29 აპრილი, 2010, 14:50
დავით მაკარიძე და თამარ კობახიძე ისაუბრებენ Internews Georgia-ს მედია პროექტების, განსაკუთრებით კი „ჩვენი ექსპრესის“, შესახებ.
ისინი მოგვიყვებიან პროექტის შექმნის ისტორიას და მიზეზებს, პროდაქშენის პროცესში მიღებულ გამოცდილებას და ასევე განიხილავენ იმ დაბრკოლებებს რაც ამ ხნის მანძილზე შეხვდათ.
პრეზენტაცია ასევე მოიცავს სიტუაციის ანალიზს საქართველოში.

პრეზენტაცია №8 - პროდუქტების მონეტარიზაცია ონლაინ რეკლამის საშუალებით
კითხულობს სტივენ ონგი მეორე დღეს, 29 აპრილი, 2010, 15:50
კონფერენციის ფინალური პრეზენტაცია შეეხება პროდუქტების მონეტარიზაციას ონლაინ რეკლამის საშუალებით.
სტივენ ონგი ისაუბრებს ინტერნეტ სარეკლამო ბიზნესის პრობლემებზე, შესაძლებლობებზე და უპირატესობებზე. ის გააკეთებს ეფექტური სარეკლამო სტრატეგიების ანალიზს და მოიშველიებს გლობალურ სტატისტიკას.
საერთაშორისო ტენდენციების განხილვისას, ის შეაფასებს საქართველოს რესურსების პოტენციალს და განსაზღვრავს თუ რა შემოსავლების მიღება არის შესაძლებელი საქართველოში.

პრეზენტაცია №9 - MyVideo.ge
კითხულობს მამუკა მონავარდისაშვილი მეორე დღეს, 29 აპრილი, 2010, 16:50
ეს პრეზენტაცია ეხება ქართულ ვიდეო პორტალს MyVideo.ge-ს და ამავე პორტალზე განთავსებულ Live ტელევიზიას.
პროექტის შემქმნელი მამუკა მონავარდისაშვილი თავად ისაუბრებს პროექტში გამოყენებული ტექნოლოგიების შესახებ.
ასევე ის შეეხება ისეთ თემებს როგორიცაა ამ პროექტის წარმატების წინაპირობები, მაყურებლის მოტივაცია, ტელემაუწყებლების ინტერესი და მონეტარიზაციის პრობლემები და უპირატესობები.
მომხსენებელი ასევე განსაზღვრავს პროექტის განვითარების მიმართულებებს.